ზიდანი: "ლონდონელებმა ფაქტობრივად ყველა ასპექტში გვაჯობეს"
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"დღევანდელ შეხვედრაში ლონდონელებმა ფაქტობრივად ყველა ასპექტში გვაჯობეს და დამსახურებულად მოიპოვეს ფინალის საგზური" "იმ პირობებში, რომ სეზონის განმავლობაში უამრავი ფეხბურთელი იყო ტრავმირებული, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლა ურიგო შედეგი არაა, თუმცა ცხადია ჩემპიონობა აჯობებდა", - აცხადებს ზიდანი.პრესკონფერენციაზე ზიდანს ჰკითხეს იქნებოდა თუ არა "რეალის" მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში:
"წინ ლა ლიგაში გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გვაქვს, სადაც ჩემპიონის ვინაობა უნდა გადაწყდეს - ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ, ვიქნები თუ არა მომდევნო სეზონში მწვრთნელი, არ ვიცი", - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ფრანგმა სპეციალისტმა.29 მაისს, ლონდონის "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.