ზიდანი: "დარჩით სახლში, ეს გამარჯვების ერთადერთი გზაა"
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის გამო, პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო ან შეწყდა. სპორტის ვარსკვლავები ფორმის შესანარჩუნებლად სახლებში ვარჯიშობენ - გამონაკლისი არც ზინედინ ზიდანია, რომელმაც გულშემატკივარს მიმართა. ყველას განსაკუთრებულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება... თავს გაუფრთხილდით. იზრუნეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებზე და ისიამოვნეთ სახლში ყოფნით. ეს გამარჯვების ერთადერთი გზაა", - აღნიშნა ზინედინ ზიდანმა.