ოფიციალურად: 16 წლიანი ერა დასრულდა | რამოსმა რეალი დატოვა
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, სერხიო რამოსმა მადრიდის "რეალი" დატოვა, ინფორმაციას თავად "სამეფო კლუბი" სოციალურ ქსელში ეხმაურება და გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.
Official announcement.#RealMadrid — Real Madrid C.F. 🇬🇧🇺🇸 (@realmadriden) June 16, 2021
სერხიო რამოსს კონტრაქტი ამოეწურა და მადრიდის "რეალი" 1-წლიან კონტრაქტს + ხელფასის 10%-ით შემცირებას სთავაზობდა, თავად ლეგენდარული ფეხბურთელი კი ორწლიან კონტრაქტს ითხოვდა, თუმცა როგორც ჩანს მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სერხიო რამოსი მადრიდის რეალში 2005 წლიდან ირიცხებოდა, მან სამეფო კლუბში 671 მატჩი ჩაატარა, სადაც გოლით თავის გამოჩენა 101-ჯერ შეძლო. ლეგენდარულმა ესპანელმა მადრიდულ კლუბთან ერთად შემდეგი ტიტულები მოიგო: ლა ლიგა (5-ჯერ); ჩემპიონთა ლიგა (4-ჯერ); ესპანეთის თასი (2-ჯერ); ესპანეთის სუპერ თასი (4-ჯერ); უეფას სუპერ თასი (3-ჯერ) და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი (4-ჯერ). ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს სერხიო რამოსი კარიერას.16 seasons 671 appearances 101(!) goals 🏆🏆🏆🏆🏆 La Liga 🏆🏆🏆🏆 Champions League 🏆🏆 Copa del Rey 🏆🏆🏆🏆Spanish Super Cup 🏆🏆🏆 UEFA Super Cup 🏆🏆🏆🏆 FIFA Club World Cup It was a hell of a run for Sergio Ramos at Real Madrid 🌟 pic.twitter.com/OIUXNayfqW — B/R Football (@brfootball) June 16, 2021