Belive

ზიდანი: "ბენზემას ჯანმრთელობით გარისკვას არ ვაპირებთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის "რეალის" ფრანგმა თავდამსხმელმა ტრავმის გამო ლალიგაში "ვალიადოლიდთან" გამართული შეხვედრა გამოტოვა, სადაც "რეალმა" კაზემიროს გოლით მინიმალური სხვაობით 0:1 იმარჯვა. გარდა "ვალიადოლიდთან" გამოტოვებული მატჩისა, სავარაუდოა, რომ მადრიდელთა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური დაპირისპირებაც გამოტოვოს "ატალანტას" წინააღმდეგ. ბენზემას თაობაზე ისაუბრა "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა. ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ "ატალანტასთან" გასამართ შეხვედრაში ბენზემას ჯანმრთელობით გარისკვას არ აპირებენ.
" ბენზემას ჯანმრთელობით გარისკვას არ ვაპირებთ, რადგან წინ ჯერ კიდევ ხანგრძლივი სეზონია. თუ ქარიმი მწყობრში იქნება, მაშინ ჩევნთან ერთად წამოვა, სხვა შემთხვევაში ის დარჩება". " ეს რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყოს, ან სეზონის ბოლო შეხვედრა, მაშინ შესაძლოა გაგვერისკა და რისკი გამართლებულიც იქნებოდა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი შეხვედრაა სათამაშო, ამიტომ არ გავრისკავთ. ბენზემა შემოწმებას გაივლის და უფრო ზუსტად გვეცოდინება მისი მდგომარეობა და ვანახავთ, რა იქნება". " მიმდინარე სეზონში ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, მაგრამ ვიმდეოვნებთ, რომ ისინი მალე დაგვიბრუნდებიან. სიტუაციით უკამყოფილოები ვართ, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. ახლა ის მოთამაშეები უნდა გამოვიყენოთ, რომლებიც ხელმისაწვდომები არიან. ყველა მათგანი საქმისადმი ერთგულია და თავდადებით შრომობს".
მადრიდის “რეალისთვის” ქარიმ ბენზემას გამოკლება მოახლებული ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წინ ნამდვილად დიდი დანაკლისია, რადგან გუნდს ტრავმების გამო ასევე ვერ ეხმარებიან სერხიო რამოსი, დანი კარვახალი, ფედერიკო ვალვერდე, როდრიგო, მარსელო, ედენ აზარი, ალვარო ოდრიოსოლა და ედერ მილიტაო. 33 წლის ფრანგმა ფორვარდმა ლალიგის მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლის გატანა შეძლო. შეგახსენებთ, რომ “ატალანტასა” და “რეალის” შეხვედრა 24 თებერვალს თბილისის დროით 23:59 წუთზე გაიმართება.

სხვა სტატიები