Belive

ზიდანების დინასტიის გაგრძელება - ლუკა ზიდანმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

აფრიკის თასის 1/8-ფინალში ალჟირმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ძალიან დრამატულ და დაძაბულ შეხვედრაში 1:0 დაამარცხა (დამატებით დროში) და 1/4-ფინალში გავიდა, სადაც ნიგერიის ნაკრებს შეხვდება.

ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა ლეგენდარული ზინედინ ზიდანის შვილს - ლუკა ზიდანს, რომელიც აფრიკის თასზე, ალჟირის ნაკრების ღირსებას გულგაუშვებლად იცავს. დღევანდელი მშრალად შენახული კარით, ლუკა ზიდანი გახდა ალჟირის ისტორიაში პირველი მეკარე, რომელმაც აფრიკის თასზე სადებიუტო 3 შეხვედრაში არცერთი მატჩში გოლი არ გაუშვა.

ალჟირის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთადერთი გოლი გაუშვა (ეკვატორიულ გვინეასთან), თუმცა იმ მატჩში ალჟირის ნაკრების ღირსებას ლუკა ზიდანი არ იცავდა, რადგან იმ მატჩში ალჟირელებს უკვე განაღდებული ჰქონდათ აფრიკის თასის 1/8-ფინალურ ეტაპზე თამაში.

ლუკა ზიდანი მიმდინარე აფრიკის თასზე ფენომენალურად გამოიყურება და სოციალურ მედიაში უკვე აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ აფრიკის თასის დასრულების შემდეგ, მას გრანადაში აღარავინ გააჩერებს და აუცილებლად გამოჩნდება რანგით უფრო მაღალი დონის გუნდი, რომელიც მისი დამატებით დაინტერესდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლუკა ზიდანი ლეგენდარული ზინედინ ზიდანის ვაჟია და იგი საფრანგეთშია დაბადებული, თუმცა საფრანგეთის ნაკრებში თამაშზე უარი მან თავად განაცხადა და ალჟირი არჩია, რადგან იგი თვლიდა, რომ საფრანგეთის ნაკრებში მოხვედრის მცირედი შანსი ექნებოდა.

27 წლის მეკარემ საფეხბურთო კარიერა კასტილიაში დაიწყო, შემდეგ კი მადრიდის რეალის პირველ გუნდში მცირედი დრო გაატარა, სადაც სულ 2 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაუშვა. ამის შემდეგ მან რეალი დატოვა და სანტანდერის რასინგს მიაშურა, სადაც 1 სეზონი გაატარა, შემდეგ კი ასევე 1 სეზონი გაატარა რაიო ვალეკანოში, მას შემდეგ კი უკვე მეოთხე სეზონია გრანადას ღირსებას იცავს.

მას სანაკრებო დონეზე საფრანგეთის ყველა ასაკობრივი ნაკრებია აქვს გამოვლილი, თუმცა ეროვნულ ნაკრებში თამაში ალჟირში არჩია.

სხვა სტატიები