ჟოზე მოურინიოს ღირსეული საქციელი
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ მიღებული ვერცხლის მედალი, ჟოზე მოურინიომ "რომას" პატარა გულშემატკივარს უსახსოვრა, რითიც "ჯალოროსის" ფანები აღაფრთოვანა.
UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალურ შეხვედრაში, "სევილიასა" და "რომას" დაპირისპირება შედგა. ბუდაპეშტში გამართული ფინალური მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ 1:1 დასრულდა.
გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც იასინ ბონოს ბენეფისი შედგა - "სევილიას" კიპერმა ბრწყინვალე სეივები განახორციელა და ანდალუსიურ კლუბს ევროპა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.