Belive

"იურგენ კლოპი იტალიური გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნება" - Le Stampa

6 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

იურგენ კლოპი, რომელიც ამჟამად რედ ბულში ფეხბურთის გლობალურ ხელმძღვანელად მუშაობს შესაძლოა თავის ყოფილ საქმიანობას დაუბრუნდეს და უახლოეს მომავალში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიხილოთ. იტალიური გამოცემა Le Stampa-ს ინფორმაციით იურგენ კლოპი რომას მთავარ მწვრთნელად დაინიშნება. წყაროს ცნობით, კლუბსა და მწვრთნელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია, ის უკვე რომაული გუნდის პრეზიდენტ, დენ ფრიდკინსაც კი შეხვდა და საქმიანობის დაწყებას დათანხმდა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომას ამჟამინდელი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გუნდში დარჩება და უფროსი მრჩევლის მოვალეობას შეასრულებს.

რომა ამჟამად იტალიის სერია A-ში მე-5 ადგილზეა და ევროპა ლიგის ზონაში იმყოფება, მათ მომავალ სეზონში ევროთასებზე თამაში გარანტირებული აქვთ, ბოლო ტურში კი გადაწყდება ითამაშებს თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე. რომა მომდევნო ტურში ტორინოს ესტუმრება, მატჩი 25 მაისს 22:45 საათზე დაიწყება.

იურგენ კლოპი მთავარ მწვრთნელად თითქმის 1 წელია აღარ მუშაობს, ეს მას შემდეგ მოხდა როდესაც მან ლივერპული დატოვა. მერსისაიდულ გუნდში კლოპმა 9 წელი გაატარა, რა დროშიც ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ფიფას მსოფლიო საკლუბო თასი, უეფას სუპერთასი, ინგლისის FA თასი და ინგლისის სუპერთასი მოიგო, 2-ჯერ კი ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა.

მანამდე გერმანელ სპეციალისტს დორტმუნდში, მაინცსა და ფრანკფურტის ახალგაზრდულში უმუშავია.

სხვა სტატიები