ჟოზე მოურინიო: "ოსიმენი და სალაჰი საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელები არიან"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მოურინიოსა და ვიქტორ ოსიმენის ურთიერთდაპირისპირებები გაგრძელდება მას შემდეგ, რაც ჟოზე სერია A-ში "რომას" წვრთნიდა, ოსიმენი კი "ნაპოლის" ღირსებას იცავდა და გამორჩეული მოთამაშე იყო. ვიქტორმა ზაფხულში იჯარით "გალათასარაიში" წასვლა გადაწყვიტა, გალას მთავარი კონკურენტის, "ფენერბაჰჩეს" მთავარი მწვრთნელი კი ჟოზე მოურინიოა.
"განსაკუთრებულმა" აღიარა ოსიმენის შესაძლებლობები, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მასთან დაპირისპირება ხშირად იმედგამაცრუებელია.
ის (ოსიმენი) წარმოუდგენელი ნიჭის პატრონია. გალათასარაიმ ფანტასტიკური ფეხბურთელი შეიძინა.
მე არასდროს მქონია პრობლემა მასთან პირადად, მაგრამ არის ერთი რამ, რაც მაღიზიანებს - ის მუდამ მოწინააღმდეგე გუნდშია. რომა-ნაპოლის ერთ-ერთი შეხვედრის დროს მასთან სასაუბროდ მივედი და ვუთხარი: შენ და სალაჰი ამჟამად საუკეთესო აფრიკელი მოთამაშეები ხართ, რომლებიც მიჰყვებით ისეთი ლეგენდების გზას, როგორებიც დროგბა, ეტო'ო და ვეა იყვნენ. ჩემი პრობლემა ოსიმენთან დაკავშირებით ისაა, რომ მუდამ ჩემი გუნდის კარში ევალება გოლების გატანა. - განაცხადა ჟოზე მოურინიომ
ოსიმენის გალათასარაიში თამაში, შესაძლოა, ხანმოკლე იყოს, რადგან ვარაუდობენ, რომ მისი გარიგება მოიცავს გათავისუფლების პუნქტს, რომელიც შეიძლება გააქტიურდეს ევროპული ტოპ კლუბების მიერ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში. ეს ნიშნავს, რომ ნიგერიელს თურქეთიდან ინგლისში რამდენიმე თვეში შეუძლია გამგზავრება.