Belive

სალაჰისა და ოსიმენის გარეშე | წლის საუკეთესო აფრიკელი სხვა გახდება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

აფრიკის ფეხბურთის ასოციაციამ (CAF), 2024 წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელის ჯილდოზე წარდგენილი ნომინანტები დაასახელა. გამარჯვებულები 2024 წლის 16 დეკემბერს მარაკეშში, მაროკოში გამოვლინდებიან. სხვადასხვა ჯილდო ითვალისწინებს პერიოდს 2024 წლის იანვრიდან 2024 წლის ოქტომბრამდე.

საიმონ ადინგრა პრემიერლიგის ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც ჯილდოზე ნომინირებულია. ინგლისის სხვა აფრიკელი ვარსკვლავები, მაგალითად მოჰამედ სალაჰი, მოჰამედ კუდუსი და ნიკოლას ჯექსონი სიაში ვერ აღმოჩნდნენ. სიას აკლია სხვა დიდი სახელებიც: ბრაჰიმ დიასი "რეალიდან" და ვიქტორ ბონიფასი "ლევერკუზენიდან", ჯილდოს ზედიზედ მეორე წელს ვერ მოიგებს ვიქტორ ოსიმენიც.

წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელის ჯილდოსთვის შემდეგი 10 სპორტსმენი იბრძოლებს:

ამინ გუირი (ალჟირი); ედმონდ ტაფსობა (ბურკინა ფასო); საიმონ ადინგრა (კოტ-დ'ივუარი); ჩენსელ მბემბა (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა); აშრაფ ჰაკიმი (მაროკო); სერუ გირასი (გვინეა); სოფიანე რაჰიმი(მაროკო); ადემოლა ლუკმენი (ნიგერია); უილიამ ეკონგი (ნიგერია); რონვენ უილიამსი (სამხრეთ აფრიკა).

სხვა სტატიები