ჟოტაც არ გამორჩა | რონალდუს ძვირადღირებული საჩუქარი პორტუგალიელ ფეხბურთელებს
ზაფხულში, კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად, ერთა ლიგა მეორედ მოიგო. მათ ფინალში "ფურია როხა" დრამატულად თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხეს.
წარმატებული სეზონისა და იმის შემდეგ, რაც პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც გაინაღდა, კრიშტიანუ რონალდუმ გადაწყვიტა, რომ თანაგუნდელებისთვის საჩუქარი გაეკეთებინა.
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელები ძვირადღირებული საათებით დააჯილდოვა, რომელზეც დატანილია, რომ პორტუგალია 2025 წლის ერთა ლიგის გამარჯვებულია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კრიშტიანუს დიოგუ ჟოტა არ დავიწყებია და თანაგუნდელებს სთხოვა, რომ ეს საჩუქარი ჟოტას ოჯახისთვისაც გადაეცათ, რაც ასეც მოხდა.
🚨🚨| NEW: Cristiano Ronaldo gifted personalised watches to all members of Portugal's 2025 UEFA Nations League winning team, including the late Diogo Jota, requesting for it to be given to his family. ❤️🇵🇹 pic.twitter.com/wYWipvb8CA
— CentreGoals. (@centregoals) November 26, 2025
საათი, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ ყველა თანაგუნდელსა და სტაფის წევრს აჩუქა.
საათი, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ ყველა თანაგუნდელსა და სტაფის წევრს აჩუქა.