ჟორჟე ჟეზუში: ,,ახლა რონალდუს დედას უნდა ვუპასუხო?''
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჟორჟ ჟეზუშს, პასუხის გაცემა კრიშტიანუ რონალდუს დედის, დოლორეს ავეირუს სკანდალურ განცხადებებზე მოუწია.
დღეს ავეირუმ კმაყოფილება გამოთქვა დანიასთან პორტუგალიის მარცხის გამო და თქვა, რომ მისი შვილი ნაკრებში მოატყუეს:
„ახლა კრიშტიანუ რონალდუს დედას უნდა ვუპასუხო? კრიშტიანუ რონალდუს დედა ის ქალბატონია, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ.
რას იტყვის? დედა დედაა, მესმის ამ განცხადებების. მშობელი შვილებს ყოველთვის იცავს, სიკვდილამდე. ის ძალიან საყვარელი დედაა, რომელმაც შვილების გასაზრდელად ძალიან ბევრი რამ გააკეთა. - ჟორჟე ჟეზუში
ერთა ლიგის მე-5 ტურში პორტუგალიის ნაკრები დანიასთან შინ 1:4 დამარცხდა. ეს იყო პორტუგალიელთა პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
ჟეზუშის გუნდი ტურნირის დასკვნით მატჩს ხვალ, უელსთან სტუმრად გამართავს.
Jorge Jesus à RTP: "Agora tenho de responder à mãe do Cristiano Ronaldo? A minha mãe também… A mãe do Cristiano Ronaldo é uma senhora que prezo muito, vai dizer o quê? Mãe é mãe, não há volta a dar a isto. Compreendo as declarações" pic.twitter.com/jgqfYFym23
— Cabine Desportiva (@CabineSport) November 16, 2026