ჟინოლა - კეინი მარადონას ჰგავს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ეს ("ნიუკასლის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება) ძალიან შთაბმეჭდავი იყო. "სპურსი" საკმაოდ აგრესიულად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ფეხბურთელები თავდაჯერებულები იყვნენ და საკუთარი თამაში ითამაშეს. "სპურსმა" ყველაფერი იდეალურად გააკეთა - პასები იდეალური იყო, დაგვირგვინება კი გასაოცარი". "ჰარი კეინი გუნდის ახალი პლეიმეიკერია. ახლა ის მარადონას ჰგავს. თამაშობს მოედნის ცენტრში, იდეალური შორეული და მოკლე პასები, გოლები და საგოლე გადაცემები - სრულიად განსხვავებული ჰარი კეინი მივიღეთ. კეინის პერფორმანსი გასაოცარია. მატჩის დასრულების შემდეგ ვუთხარი: სირცხვილია, გოლის გატანა რომ ვერ შეძელი", - აღნიშნა დევიდ ჟინოლამ.