ჟინიაკი: ,,ფრანგი ვარ, მაგრამ მესის მსოფლიო ჩემპიონობა მსურს''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ანდრე-პიერ ჟინიაკს, ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონობა სურს:
..დღეს არგენტინაში უნდათ, რომ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს, ფრანგი ვარ, მაგრამ იგივეს მეც ვისურვებდი, რადგან ლეო ამას იმსახურებს.
მას ლიდერის ტემპერამენტი აქვს,'' - განაცხადა ჟინიაკმა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. მატჩი დღეს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.