ჟერსონ როდრიგეში რამდენიმე დღიანი გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა
"სლოვანის" ლუქსემბურგელი ფეხბურთელი ჟერსონ როდრიგეში გუნდში რამდენიმე დღიანი გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა და ვარჯიშს დაუბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჟერსონ როდრიგეში პირველი გუნდიდან დროებით გაუშვეს, მაგრამ მისი გუნდში დარჩენა საეჭვოა, რადგან იჯარა სლოვანში წლის ბოლოს უმთავრდება, ლუქსემბურგელი ფეხბურთელის დაბრუნება არც კიევის "დინამოს" სურს.
"პოდბრეზოვასთან" მატჩის შემდეგ (2:1), ბრატისლავის სლოვანთა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა განაცხადა, რომ ჟერსონი ეროვნული ნაკრების შეკრებიდან არ დაბრუნებულა და არ იცის სად არის.
ეს არის კლუბის შიდა საკითხები და ჩვენ მოვაგვარებთ ამ სიტუაციას შინაგანად. ამ დროისთვის მეტი არაფერი მაქვს სათქმელი
- თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა და მფლობელმა ივან კმოტრიკმა
სლოვაკური გაზეთ Nový čas-ის ინფორმაციით, როდრიგეში პირველი გუნდიდან გაურკვეველი ვადით გაუშვეს და ამჟამად ინდივიდუალურად ემზადება. მისი მომავალი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს.
Potvrdzujem, Gerson Rodrigues sa našiel. Takto si dnes osamote zatrénoval na Tehelnom poli ⚽️🇸🇰 #skalovan #nikéliga https://t.co/q27xrKXbQl pic.twitter.com/94IA1tuhhq
— Jan Jasenka ⚽️🇸🇰 (@JanJasenka) April 3, 2024