Belive

ზეპ ბლატერი: "ყატარში მუნდიალის ჩატარება შეცდომა იყო, პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა, ზეპ ბლატერმა ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება შეცდომა იყო.

"ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება შეცდომა იყო და ჩემს, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფიფას პრეზიდენტის პასუხისმგებლობას ვგრძნობ", - თქვა გამოცდილმა შვეცარიელმა, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას 1998-2015 წლებში ხელმძღვანელობდა.

86 წლის ბლატერი საფეხბურთო საქმიანობას კორუფციაში დადანაშაულების გამო, 2027 წლამდე ჩამოაშორეს.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება და მას ყატარისა და ეკვადორის ნაკრებების დაპირისპირება გახსნის.

სხვა სტატიები