Belive

"ზედმეტად დიდი და დაუჯერებელია…" - ვოზინია ოქროს ბურთის დაჯილდოებას ეხმაურება

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე, სხვადასხვა პოზიციის ნომინანტები ცნობილია - წელს საუკეთესო მეკარის ტიტულისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს და ისეთ სახელოვან მოთამაშეებს შორის, როგორიცაა: ტიბო კურტუა, დავიდ რაია, უნაი სიმონი, ემილიანო მარტინესი და ედუარდ მენდი, ვოზინიაც მოხვდა.

კაბო ვერდეს კარის დარაჯმა ფანების გულის მოგება მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები ფენომენალური პერფორმანსის შედეგად შეძლო და წლის საუკეთესო მეკარის ნომინანტთა შორის სრულიად დამსახურებულად მოხვდა.

40 წლის ვოზინია ჯერ კიდევ ვერ იჯერებს, რომ საუკეთესო ათეულში მოხვდა და გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

არის მომენტები, რომლებიც ზედმეტად დიდად და დაუჯერებლად გეჩვენება… სანამ ერთ დღეს არ გააცნობიერებ, რომ ამ მოგზაურობის თითოეული ნაბიჯი ნამდვილად ღირდა.

დღეს, როცა ჩემს სახელს ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის ვხედავ, ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. მახსენდება, საიდან მოვდივარ, ყველაფერი, რაც გამოვიარე — გაღებული მსხვერპლი, სირთულეები და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გზაზე ჩემს გვერდით იყო.

ეს ნომინაცია მხოლოდ ჩემი არ არის. ჩემთან ერთადაა სან-ვისენტე, კაბო-ვერდე და ხალხი, რომელსაც არასდროს შეუწყვეტია ჩემი რწმენა. მადლიერი ვარ ღმერთის, ჩემი ოჯახის, ჩემი თანაგუნდელების და თითოეული ადამიანის, ვინც ამ მოგზაურობის ნაწილი იყო.

ყოველთვის მყარად ვდგავარ მიწაზე და გული ჩემს სამშობლოში მაქვს.
გმადლობ, კაბო-ვერდე. გმადლობ, სამყაროვ. - ვოზინია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კაბო ვერდემ H-ჯგუფში ესპანეთის, ურუგვაისა და საუდის არაბეთის წინააღმდეგ ითამაშა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა. კაბო ვერდე 1/32-ფინალში არგენტინას დაუპირისპირდა და დამატებით დროში 3:2 დამარცხდა - ვოზინია კი ამ ზღაპრული მოგზაურობის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო.

სხვა სტატიები