საქართველოს ნაკრების ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მესამე თვეა ყაზანის "რუბინის" საუკეთესო ფეხბურთელი ხდება.
19 წლის ტალანტი რუსული კლუბის გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად აირჩიეს.
ხვიჩა საუკეთესოდ "რუბინის" ქომაგთა 42%-მა მიიჩნია. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ფანების რჩეული მიმდინარე სეზონის სამივე თვეში: აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში გახდა.
კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე 13 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში ორ გოლთან ერთად, 5 საგოლე გადაცემაა.