ზედიზედ მესამედ - გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელეს
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"პერსეპოლისის" ქართველი მოთამაშე გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატში წლის საუკეთესო მცველად დაასახელეს. 33 წლის ფეხბურთელმა ეს ჯილდო ზედიზედ მესამედ მოიგო.
მიღებული ჯილდოს შემდეგ გიორგი გველესიანმა კომენტარიც გააკეთა:
ძალიან ამაყი ვარ, რომ საუკეთესო მცველად დამასახელეს. 8 წელია ირანში ვთამაშობ და ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად საუკეთესოდ ვითამაშო, ასევე ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ კარგი შედეგები დავდოთ. მიხარია, რომ ხალხი ამ ყველაფერს აფასებს.
ასეთი ჯილდო უკვე 2 მაქვს სახლში, ჩემს კოლექციას კი უკვე მესამეც შეემატება, ძალიან დიდი მადლობა ყველას ამისთვის. ბოლო სეზონი ჩვენთვის ძალიან წარმატებული გამოდგა, ჩვენ ჩემპიონები გავხდით, მაგრამ მიმდინარე წელი უფრო რთულად მიმდინარეობს. მე ჩემი თავის მიმართ ყოველთვის თვითკრიტიკული ვარ, ყოველთვის ვამბობ, რომ უკეთ ვითამაშო, თუმცა ხალხი ჩემს თამაშს დადებითად აფასებს და ამის გამო ძალიან მადლობელი ვარ.
გასულ სეზონში ჩემი გოლით გავხდით ჩემპიონები და ეს წარმოუდგენელი გრძნობა იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ამის შემდეგ და შესაძლოა სწორედ ამის გამოც გამომიძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ევრო 2024-ზე ვითამაშეთ, ალბათ ეს ჩემი კარიერის საუკეთესო ეპიზოდი იყო.
ოქროს თევზის მსგავსად ვმოქმედებ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ როგორც იცით თევზს 10 წამის მეხსიერება აქვს და როდესაც რაღაც არასწორად ხდება, ვცდილობ ეს მაქსიმალურად სწრაფად დავივიწყო.
კლუბში ახლა რთული მომენტია, აღმოსაფხვრელი გვაქვს რამდენიმექულიანი ჩამორჩენა გვაქვს, რა თქმა უნდა რთული იქნება გაჩემპიონება, მაგრამ ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად საუკეთესოდ ვითამაშოთ, ვნახოთ რა როგორ იქნება. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ. - გიორგი გველესიანი