ზედიზედ მე-3 აქილევსის მყესის ტრავმა 22 წლის ასაკში
22 წლის იამაიკელი მცველი, იან ფრეი, რომელიც ამჟამად "ინტერ მაიამიში" თამაშობს ზედიზედ მესამედ მიიღო უმძიმესი ტრავმა, კონკრეტულად კი აქილევსის მყესის დაზიანება. სეზონის დასაწყისში უკანახაზელი გუნდში დაბრუნდა და გოლის გატანაც მოახერხა, მაგრამ ამ ტრავმის შემდეგ რამდენი ხანი გაუცდება ჯერჯერობით უცნობია.
იან ფრეი "ინტერ მაიამიში" 2021 წელს გადავიდა, მას შემდეგ ორი აქილევსის მყესის ტრავმა მიიღო და სულ 124 მატჩი გამოტოვა.
იამაიკელმა მცველმა ტრავმა, საბა ლობჟანიძის "ატლანტა იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა თავისი გუნდიდან ერთადერთი გოლი გაიტანა, საბოლოოდ 1/8-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა "ინტერ მაიამის" სასარგებლოდ 2:1 დასრულდა. ფეხბურთელი მოედანზე 74-ე წუთზე შემოვიდა, 90+2-ზე კი ტრავმა მიიღო და მისი გაყვანა გახდა საჭირო.
22 year-old Inter Miami defender Ian Fray has suffered another ACL injury. He’s had 3 ACL injuries at only 22 years-old.
— Rising Ballers (@RisingBallers_) October 26, 2024
Came back this season and bagged in his first game back, now he’s injured again. Sending all the love, strength and prayers to him. Get well soon bro ❤️🙏 pic.twitter.com/j0KUJ6EZbt
1/8-ფინალური ეტაპის მომდევნო, გადამწყვეტი შეხვედრა 3 ნოემბერს "ატლანტა იუნაიტედის" არენაზე გაიმართება. სწორედ ეს მატჩი გადაწყვეტს 1/4-ფინალისტის ვინაობას.