ზედიზედ 3 მუნდიალის შემდეგ - კარლოს კეირუშმა ირანის ნაკრები დატოვა
ზედიზედ სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდის ხელმძღვანელობის შემდეგ, ირანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს კერიუშმა, ეროვნული გუნდი დატოვა.
ბიჭებო და ძვირფასო მეგობრებო. ფეხბურთში ხშირად ხდება ისე, რომ ვერ იმარჯვებ, მაგრამ ეს დასაძრახი არ არის. ისეც ხდება, რომ შენს ოცნებებს ვერ ისრულებ, მაგრამ ამის გამო არ უნდა გაგკიცხონ, რადგან შენ ყველაფერი გააკეთე გამარჯვებისთვის მთელი სურვილით და გამარჯვების გაბედული აზროვნებით.
თქვენით ვამაყობ, რადგან როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ ყველაფერი გააკეთეთ. ამ საფეხბურთო ოჯახის წევრობა დიდი პატივი და პრივილეგია იყო. ვფიქრობ, თქვენ იმსახურებთ სრულ პატივისცემას და ნდობას თქვენი ქვეყნისა და ფეხბურთის გულშემატკივრებისგან. ყველას ვუსურვებ ბედნიერებას, მშვიდობას, წარმატებებს და ჯანმრთელობას. გმადლობთ", - თქვა კარლოს კეირუშმა.
კეირუშისთვის ეს ირანის ნაკრებში მუშაობის მეორე ვადა იყო. პირველ ჯერზე მან 2011-2019 წლებში ირანის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ გაიყვანა. შემდეგ, მის კარიერაში კოლუმბიისა და ეგვიპტის ნაკრებები იყო, მიმდინარე წლის 7 სექტემბერს კი მუნდიალის წინ ირანის ნაკრებს დაუბრუნდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გაგრძელებს კარიერას 69 წლის სპეციალისტი, რომელიც კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში, მათ შორის ლისაბონის "სპორტინგში", "მანჩესტერ იუნაიტედში", მადრიდის "რეალში", პორტუგალიის, საუდის არაბეთის, არაბეთის გაერთიანებული ემირატების, კოლუმბიის, ეგვიპტის ნაკრებებში მუშაობდა.