Belive

მუნდიალი 2022 | ცნობილია ვინ დასახელდა ბრაზილია-კორეის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში ბრაზილიის ნაკრებმა სამხრეთ კორეა - 4:1 დაამარცხა.

მატჩში გოლები სამხრეთამერიკელთა მხრიდან ვინისიუს ჟუნიორმა, ნეიმარმა, რიშარლისონმა და ლუკაშ პაკეტამ, ხოლო აზიელთაგან პაიკ სეუნგ-ჰომ გაიტანეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ დაპირისპირების საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელი ნეიმარი დასახელდა.

ნეიმარმა მე-13 წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა, მოედანზე 80 წუთი გაატარა და ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.

ბრაზილიის ნაკრები 1/4-ფინალურ ეტაპზე ხორვატიის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 9 დეკემბერს, "განათლების ქალაქის" სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები