ზაზა ფაჩულია: "ბრავო საფრანგეთს, მაგრამ მესი საუკეთესოა..."
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2022 წლის მუნდიალის გამარჯვებული არგენტინის საფეხბურთო ნაკრები გახდა.
ფინალში დრამატული მატჩი შედგა, არგენტინა 2:0 მარტივად იგებდა, თუმცა კილიან მბაპემ მატჩის მიწურულს საოცრება შემოგვთავაზა და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.
დამატებით დროში ლიონელ მესიმ გაიტანა, თუმცა კილიან მბაპემ კვლავ გაათანაბრა და მსოფლიო ჩემპიონის ბედი თერთმეტმეტრიანებში გადაწყდა.
არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობას, ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი და კალათბურთელი - ზაზა ფაჩულია გამოეხმაურა.
What a final. Respect France but Leo Messi is the GOAT🙌🏽🇦🇷#FIFAWorldCup
— Zaza Pachulia (@zaza27) December 18, 2022
"დიდებული ფინალი. პატივისცემა საფრანგეთის ნაკრებს, თუმცა ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია".