Belive

ზაზა ფაჩულია: "ამ ერთიანობამ და სულისკვეთებამ დიდ გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს..."

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს. ნახევარფინალური შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

მატჩის წინ, ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი - ზაზა ფაჩულია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამხნევებს.

"არაფერია იმაზე ღირებული, როცა წარმატებას შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად აღწევ. იმ ერთიანობამ და სულისკვეთებამ, რომელიც დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით გვაქვს, დიდ გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს.

მინდა, ნაკრების ყველა წევრს, განსაკუთრებით ფეხბურთელებს წარმატება და საკუთარი ოცნების ახდენა ვუსურვო. ეს გამარჯვება ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება! საქართველო ერთადაა! - ზაზა ფაჩულია

სხვა სტატიები