მშობლიურ გუნდში? ნიუელსი ლეო მესის დაბრუნებაზე მუშაობს
15 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნიუელს ოლდ ბოისი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ლეო მესის დაბრუნებაზე ფიქრობს.
როსარიოს წარმომადგენელი ის არგენტინული კლუბია, რომელშიც 8 ოქროს ბურთის მფლობელმა ფეხბურთის თამაში დაიწყო და საიდანაც ბარსელონას აკადემიაში მოხვდა.
გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა, ხუან მანუელ მედინამ მედიასთან საუბრისას გაამხილა, რომ ნიუელსში აქტიურად მუშაობენ მესის სამშობლოში დაბრუნებაზე.
"ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ლეომ ნიუელსში 2027 წლის საწყის ნახევარში ითამაშოს. ამ იდეას აქტიურად განვიხილავთ. ეს არის პროექტი, რომელიც უბრალოდ ნიუელსის ფარგლებს სცდება. ეს არის როსარიოს ქალაქის, სანტა ფეს პროვინციის და მთელი არგენტინული ფეხბურთის პროექტი.
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შეგვიძლია შევთავაზოთ ინფრასტრუქტურისა და კონკურენტუნარიანი სპორტული სქემის თვალსაზრისით, მაგრამ ჯერ არაფერი კონკრეტული არ არის", - ამბობს ხუან ლუის მედინა.
ლეო მესიმ ინტერ მაიამისთან ერთად 2025 წელს MLS-ის ჩემპიონობა მოახერხა და გაზაფხულამდე ისვენებს, ამ პერიოდის განმავლობაში მის დამატებას რამდენიმე ევროპული გუნდი ცდილობს.