Belive

ზამერი კლოპის წინააღმდეგ: „მან სათანადოდ ვერ შეაფასა სიტუაცია“

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იურგენ კლოპის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნისა“ და „არსენალის“ მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ გაკეთებულმა კომენტარებმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. გერმანიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მიუნხენური გუნდის ტაქტიკა და ჰარი კეინის როლი საჯაროდ დაიწუნა, რასაც საფეხბურთო წრეებში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

„ბოლომდე ვერ გავიგე, რას აკეთებს ბაიერნი უბურთოდ თამაშისას. ზოგჯერ ჰიბრიდულ სისტემას იყენებენ, ზოგჯერ კი პერსონალურ მეურვეობას“ - იურგენ კლოპი

გერმანიის ფეხბურთის კავშირის (DFB) ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მათიას ზამერმა, გადაცემაში Sammer & Basile - der Hagedorn-Talk კლოპის განცხადებები მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას ახალი თანამდებობის მნიშვნელობა სწრაფად უნდა გაეაზრებინა:

„ვფიქრობ, კლოპმა გარკვეულწილად სათანადოდ ვერ შეაფასა ის ფაქტი, რომ ახლა უკვე გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ასეთ დროს ბევრი ადამიანი საკმაოდ მგრძნობიარეა.

მის განცხადებებში რამდენიმე ისეთი რამ იყო, რისი თქმაც საჭირო არ გახლდათ. უნდა შეიკავოს თავი, ამით ის საკუთარ თავს არაფერს არგებს. თუმცა, მას ამის ატანა შეუძლია, ძლიერი პიროვნებაა“ - მათიას ზამერი

შეგახსენებთ, რომ კლოპი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე თვის წინ, აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაინიშნა. მიმდინარე წელს გერმანიის ნაკრებს ერთა ლიგაზე კიდევ ორი მატჩი ელის, 13 ნოემბერს სერბეთის, ხოლო 16 ნოემბერს ნიდერლანდების წინააღმდეგ.

სხვა სტატიები