ზაირ-ემერიმ ბენზემას რეკორდი გააუმჯობესა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრა ,,დორტმუნდსა'' და ,,პარი სენ ჟერმენს'' შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მატჩში გოლი გაიტანა პარიზული კლუბის ნახევარმცველმა, უორენ ზაირ-ემერიმ, რომელიც 17 წლისა და 280 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანია.
ზაირ-ემერიმ კარიმ ბენზემას რეკორდი გააუმჯობესა - ,,ოქროს ბურთის'' მფლობელმა 2005 წელს ,,როსენბორგის'' კარი 17 წლისა და 352 დღის ასაკში აიღო.
მიმდინარე სეზონში ,,პსჟ-ს'' ტალანტის ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
17 - Plus jeunes buteurs 🇫🇷 en Ligue des Champions :
— OptaJean (@OptaJean) December 13, 2023
🥇 Warren Zaïre-Emery ce soir (17 ans et 280 jours)
🥈 Karim Benzema en décembre 2005 (17a 352j)
🥉 Kylian Mbappé en février 2017 (18a 63j)
Espoir. #BVBPSG pic.twitter.com/LVXiKw3veP