Belive

ყველაზე ცუდი შეფასება ლოჩოშვილს - კიოლნი შტუტგარტთან დამარცხდა

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურში, შტუტგარტმა კიოლნს უმასპინძლა და მეტოქე 4:1 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ გუნდებს პირველ ტურში საპირისპირო შედეგები ჰქონდათ დაფიქსირებული - შტუტგარტს ბაიერნთან ჰქონდა წაგებული (1:5), ხოლო კიოლნმა ჰოფენჰაიმს მოუგო (3:2).

ლუკა ლოჩოშვილმა მეორე ტუურის შეხვედრაც შეუცვლელად ითამაშა, თუმცა პირველი მატჩისგან განსხვავებით, ჰქონდა შეცდომები და ყველაზე ცუდი შეფასებაც დაიმსახურა. sofascore-მა და whoscored-მა, ქართველ ცენტრალურ მცველს, ერთნაირი, 5.7 ქულა დაუწერა (ყველაზე მცირე) - კიოლნის მეკარეს, მარვინ შვაბესაც კი, რომელმმაც 4 გოლი გაუშვა, 5.9 ქულა ერგო.

კიოლნი მომდევნო ტურის შეხვედრას 12 სექტემბერს, საკუთარ კედლებში, ვერდერის წინააღმდეგ ჩაატარებს.