Belive

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები, რომლებიც უგუნდოდ არიან

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

Transfermarkt-ის მონაცემებით ამ მომენტისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული თავისუფალი აგენტი დავიდ დე ხეაა, რომელიც 5 მილიონ ევროდაა შეფასებული.

ესპანელი მეკარის ბოლო გუნდი ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' იყო, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლის პირველ ივლისს ამოეწურა.

დე ხეამ ბოლოს გასული წლის 3 ივნისს, ,,მანჩესტერ სიტის'' წინააღმდეგ, ინგლისის თასის ფინალში ითამაშა.

Top ათეულში მეორე ადგილს ალჟირის ნაკრების შემტევი ანდი დელორი იკავებს. 32 წლის ფეხბურთელს Transfermarkt 4 მილიონ ევროდ აფასებს. დელორი ბოლოს კატარული ,,უმ სალალის'' ღირსებას იცავდა და მიმდინარე წლის 12 თებერვლის შემდეგ უგუნდოდაა.

სამეულში მოხვდა კოსოვოს ნაკრების გარემარბი ზიუმერ ბუტუქი - ,,ანტალიასპორის'' ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც 3 მილიონ ევროდაა შეფასებული.

10 ყველაზე ძვირადღირებული თავისუფალი აგენტი Transfermarkt-ის მონაცემებით:

  1. დავიდ დე ხეა - 5 მილიონი ევრო, კონტრაქტი ამოეწურა 2023 წლის 1 ივლისს

  2. ანდი დელორი - 4 მილიონი ევრო, კონტრაქტი ამოეწურა 2024 წლის 12 თებერვალს

  3. ზიუმერ ბუტუქი - 3 მილიონი ევრო, კონტრაქტი ამოეწურა 2024 წლის 24 აპრილს

  4. ანვარ ელ-ღაზი - 2.5 მილიონი ევრო, კონტრაქტი ამოეწურა 2023 წლის 3 ნოემბერს

  5. ელდერ კოშტა - 2 მილიონი ევრო, კონტრაქტი ამოეწურა 2023 წლის 6 ოქტომბერს

  6. აიო აკინოლა - 1.8 მილიონი ევრო, კონტრაქტი ამოეწურა 2024 წლის 7 მაისს

  7. იაროსლავ ნიეზგოდა - 1.7 მილიონი ევრო, კონტრაქტი ამოეწურა 2024 წლის 1 იანვარს

  8. სანინ პრციჩი - 1.2 მილიონი ევრო, კონტრაქტი ამოეწურა 2024 წლის 9 აპრილს

  9. კარლოს ველა - 1.2 მილიონი ევრო, კონტრაქტი ამოეწურა 2024 წლის 1 იანვარს

  10. მატეუს ვარგასი - 1.2 მილიონი ევრო, კონტრაქტი ამოეწურა 2024 წლის 5 მარტს

სხვა სტატიები