Belive

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები ფინალურ შეხვედრაში | Transfermarkt

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ჩელსის დაუპირისპირდება. საფინალო მატჩამდე სატრანსფერო საიტმა Transfermarkt-მა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი დაასახელა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

პირველ ადგილს, ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულებით კოულ პალმერი იკავებს, Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 120 მილიონი ევროა.

სრულად სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) - 40 მილიონი ევრო

მცველები: ლევი კოლვილი (ჩელსი) - 55 მილიონი ევრო, ვილიან პაჩო (პსჟ) - 65 მილიონი ევრო, აშრაფ ჰაკიმი (პსჟ) - 80 მილიონი ევრო, ნუნუ მენდეში (პსჟ) - 70 მილიონი ევრო

ნახევარმცველები: ჟოაო ნევეში (პსჟ) - 80 მილიონი ევრო, მოისეს კაისედო (ჩელსი) - 90 მილიონი ევრო, კოულ პალმერი (ჩელსი) - 120 მილიონი ევრო

შემტევები: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) - 90 მილიონი ევრო, დეზირე დუე (პსჟ) - 90 მილიონი ევრო, უსმან დემბელე (პსჟ) - 90 მილიონი ევრო

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალი, პარი სენ-ჟერმენსა და ჩელსის შორის 13 ივლისს 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები