პსჟ-ს ხელს უწყობენ | პარიზელები ჩელსისთან მატჩებს შორის არ ითამაშებენ
ჩემპიონთა ლიგის მერფედფინალმა პსჟ-სა და ჩელსის გზები კიდევ ერთხელ გადაკვეთა. წილისყრის დასრულებისთანავე, პარი სენ-ჟერმენის მოთხოვნა, გადაედოთ ლიგა 1-ის მატჩი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს შორის უნდა ჩატარებულიყო, დაკმაყოფილდა.
მოქმედი ჩემპიონები, რომლებმაც მონაკოსთან 5:4 (ორი მატჩის ჯამში) გაიმარჯვეს, უკვე ქმნიან ხელსაყრელ პირობებს ჩელსისთან ორმაგი მატჩისთვის. პარასკევს, ფრანგულმა გიგანტმა ლიგა 1-ის მმართველ ორგანოს - პროფესიონალურ საფეხბურთო ლიგას (LFP) - სთხოვა, გადაედოთ 15 მარტს, დაქვეითების საფრთხის ქვეშ მყოფ ნანტთან მატჩი, რათა ორ თამაშს შორის დამატებითი დასვენების დღეები ჰქონოდათ.
პსჟ ლიამ როსენიორის შეგირდებს ოთხშაბათს, 12 მარტს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი სტემფორდ ბრიჯზე სამშაბათს, 18 მარტს გაიმართება. პსჟ-სა და ჩელსის გასული ზაფხულის კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გამეორება ელით.
The confirmed round of 16 draw ✅#UCLdraw pic.twitter.com/PVhNIIZngZ
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) February 27, 2026