Belive

ყველაზე დიდი სენსაციები მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

Opta Analyst-მა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უდიდესი მოულოდნელობები გაიხსენა:

,,ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ეროვნული ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძვიან, ზოგიერთი მათგანი ტურნირზე ფავორიტის სტატუსით ჩადის, სხვები კი უბრალოდ ღირსეული კონკურენციის გაწევას იმედოვნებენ.

თუმცა, ყველაფერი ყოველთვის ისე როდი ხდება, როგორც უნდა მოხდეს - ხანდახან ფეხბურთის ყველაზე დიდ სცენაზე ყველაზე წარმოუდგენელი შედეგები ფიქსირდება.'' - წერს Opta

სია ეყრდნობა FIFA-ს მსოფლიო რეიტინგს, რომელიც 1994 წელს შემოიღეს. სენსაციები გუნდების რეიტინგებს შორის სხვაობით გაზომეს.

პლეი-ოფში დაფიქსირებულ მოულოდნელობებს შორის მე-4 პოზიციაზეა გერმანიისა და პარაგვაის დაპირისპირება, რომელშიც სამხრეთ ამერიკელებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს:

Top 5 - ყველაზე დიდი სენსაციები პლეი-ოფის ეტაპზე:

  1. ესპანეთი (3:4 პენ) რუსეთი, 2018 წელი - რეიტინგში სხვაობა 60 პოზიცია;

  2. იტალია 1:2 სამხრეთ კორეა, 2002 წელი - რეიტინგში სხვაობა 34 პოზიცია;

  3. ესპანეთი (3:5 პენ) სამხრეთ კორეა, 2002 წელი - რეიტინგში სხვაობა 32 პოზიცია;

  4. გერმანია (3:4 პენ) პარაგვაი, 2026 წელი, რეიტინგში სხვაობა 31 პოზიცია;

  5. გერმანია 1:2 ბულგარეთი, 1994 წელი, რეიტინგში სხვაობა 28 პოზიცია.

Top 5 - ყველაზე დიდი სენსაციები მთელ ტურნირზე:

  1. საფრანგეთი Vs სამხრეთ აფრიკა, 2010 წელი, რეიტინგში სხვაობა 74 პოზიცია;

  2. ესპანეთი (3:4 პენ) რუსეთი, 2018 წელი - რეიტინგში სხვაობა 60 პოზიცია;

  3. ესპანეთი 2:3 ნიგერია, 1998 წელი - რეიტინგში სხვაობა 59 პოზიცია;

  4. სამხრეთ კორეა 2:0 გერმანია, 2018 წელი - რეიტინგში სხვაობა 56 პოზიცია;

  5. არგენტინა 1:2 საუდის არაბეთ, 2022 წელი - რეიტინგში სხვაობა 48 პოზიცია

სხვა სტატიები