"ყველას გვინდოდა სეზონი დადებითი შედეგი დაგვესრულებინა" - ოთარ კაკაბაძე
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოთარ კაკაბაძის გუნდმა კრაკოვიამ 2024/25 წლების სეზონი ზაგლებიესთან გამარჯვებით 1:2 დაასრულა, მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
სეზონის ბოლო მატჩი იყო და ყველას გვინდოდა სეზონი დადებითი შედეგი დაგვესრულებინა. 3 ქულა მოვიპოვეთ და ცხრილში მე-6 პოზიცია დავიკავეთ, საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვართ იმ შედეგით, როგორც დასრულდა სეზონი.
ბევრი კარგი მომენტი იყო სეზონის განმავლობაში, ჩვენ ბევრჯერ კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ და რთულია ერთი რომელიმე ეპიზოდი გამოვარჩიო.
სეზონი დასრულდა და ჩვენთვის დასვენების დღეები იწყება, ზოგიერთი მოთამაშე სანაკრებო შესვენაბაზეც მიდის. მომდევნო სეზონიდან ახალი მთავარი მწვრთნელი გვეყოლება, ამიტომ მინდა, რომ დავიდ კროჩეკს და მის სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადავუხადო ამ და ყველა იმ სეზონისთვის, რომლებიც მათთან მითამაშია. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, გვქონდა ცუდი და კარგი მომენტები, ეს ნორმალურია ყველა გუნდისთვის. როგორც საშინაო, ასევე გასვლით მატჩებში გულშემატკივრები ტრიბუნებზე საოცარ ატმოსფეროს ქმნიდნენ. - ოთარ კაკაბაძე
კრაკოვიამ პოლონეთის ექსტრაკლასა 51 ქულით და მე-6 ადგილით დაასრულა. ოთარ კაკაბაძემ მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირის 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.