კრაკოვიამ ტერმალიცა დაამარცხა - პენალტი კაკაბაძის ჩაწოდებას მოჰყვა | VIDEO
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-2 ტურის შეხვედრაში კრაკოვიამ ტერმალიცა 2:0 დაამარცხა. ოთარ კაკაბაძემ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და კრაკოვიას კაპიტნის სამკლაურიც მოირგო. პირველი გოლი 21-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან აიდინ ჰასიჩმა გაიტანა, თერთმეტმეტრიანი ოთარ კაკაბაძემ გამოიმუშავა, სწორედ მისი ჩაწოდების შემდეგ მოხვდა ხელზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელს.
Sofascore-ს მიხედვით ოთარ კაკაბაძეს ტერმალიცას წინააღმდეგ 7.1 შეფასება ჰქონდა რაც გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კრაკოვიას მიმდინარე სეზონში 2-დან 2 მოგება აქვს და 6 ქულით ჯერჯერობით ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია.