Belive

"ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, რომ გატანა შეგვიძლია" - ზურიკო დავითაშვილი

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის შეხვედრაში "სენტ-ეტიენმა" "ბრესტთან" ფრედ 3:3 ითამაშა. ზურიკო დავითაშვილმა მეორე გოლი ირვინ კარდონას გაატანინა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ქართველი ფეხბურთელი Sofascore-მა 7.7-ით შეაფასა. ზურიკომ ერთი ასისტი შეასრულა, თითო-თითოჯერ კარში და კარისკენ დაარტყა, 7-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 3 წარმატებული გამოდგა, ბურთს 54-ჯერ შეეხო, 28 გადაცემიდან 20 ზუსტად შეასრულა, 12 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 7-ში გამარჯვებული დარჩა.

მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

3 გოლი გავუშვით, მაგრამ ყველა გოლზე ჩვენ კარგი რეაქცია ვაჩვენეთ. ყოველთვის რთულია ამ დროს მატჩში დაბრუნება, მაგრამ ეს შევძელით. ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, რომ გატანა შეგვიძლია, მაგრამ ბევრ შანსს ვუშვებთ. დაცვაში უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ, ეს ეხება არამხოლოდ მცველებს, არამედ ყველა მოთამაშეს, თავდამსხმელებსაც კი, რადგან პირველ რიგში თავის დაცვა უნდა მოვახერხოთ და შემდეგ შევუტიოთ.

ამ მატჩიდან იმედი მოგვეცა, რადგან პირველი ტაიმის შემდეგ სათამაშო სტილი შევცვალეთ და უფრო შედეგიანიც გამოდგა. ჩემი თავური დარტყმის დროსაც არ გაგვიმართლა. სამომავლოდ იმედი მაქვს, რომ ასე თამაშს გავაგრძელებთ, მთავარია, რომ გოლები არ გავუშვათ. - ზურიკო დავითაშვილი

"სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ის ცხრილში 24 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა (6 მოგება, 6 ფრე, 17 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 20 აპრილს, 22:45 საათზე "ლიონის" წინააღმდეგ გამართავს.

ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები