"ყველა მოუთმენლად ველით გიორგის დაბრუნებას" - უოტფორდის მთავარი მწვრთნელი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა ასევე ყურადღება გაამახვილა გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმაზე და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიმდინარეობს.
გიორგი ამჟამად სამედიცინო პერსონალთან ერთად მუშაობს. ის გამოჯანმრთელების პროცესშია და რა თქმა უნდა ყველა მოუთმენლად ველით მის დაბრუნებას. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რადგან გუნდისთვის დიდ სამუშაოს ასრულებს. მისი რეაბილიტაცია კარგი სპეციალისტების ქვეშ მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ. - ხავი გრასია - უოტფორდის მთავარი მწვრთნელი
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა გასულ სეზონში, 5 აპრილს, ბრისტოლის წინააღმდეგ გამართულ გასვლით მატჩში მიიღო, რის გამოც სეზონის ფინალური ნაწილი და 2025/26 წლების სეზონის დასაწყისი გამოტოვა.
დღეს, უოტფორდი ჩემპიონშიპის მე-11 ტურის შეხვედრას ვესტ ბრომვიჩის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 22:45 საათზე გაიმართება.