Belive

ყველა დროის რეკორდსმენი - პიკფორდი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა. ჯგუფურ ეტაპს საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი დახურავს, შემდეგ კი პლეი-ოფები დაიწყება.

თავის მხრივ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა ინგლისის ნაკრებმა, რომელმაც ბოლო ტურში სლოვენიასთან უგოლო ფრე ითამაშა და ასპარეზობა პირველი ადგილით დაასრულა.

ეს მატჩი ისტორიული აღმოჩნდა ინგლისის ნაკრების 30 წლის მეკარე - ჯორდან პიკფორდისთვის, რომელიც ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში ახალი რეკორდსმენი გახდა - კერძოდ, იგი გახდა პირველი მეკარე, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ერთად, მთავარ საერთაშორისო შეჯიბრებზე კარის მშრალად შენახვა ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ შეძლო.

პიკფორდმა პიტერ შილტონის რეკორდი მოხსნა, რომელიც ინგლისის ეროვნული ნაკრების კარს 1970-1990 წლებში იცავდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჯორდან პიკფორდი ინგლისის ნაკრების კარს 2017 წლიდან იცავს. მან 8 წლის განმავლობაში, ინგლისის ნაკრებში 64-ჯერ ითამაშა.

სხვა სტატიები