Belive

ოლივერ კანი: "ბუნდესლიგაში კონკურენციის ნაკლებობაა, რაც ბაიერნსაც დაეტყო"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ - ოლივერ კანმა, ბუნდესლიგის დონის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბუნდესლიგის დონე უფრო და უფრო ეცემა.

“ბაიერნი ჩემი მშობლიური კლუბია და მათი წარმატება ყოველთვის მახარებს, მაგრამ თქვენი აზრით კარგია რომ უკანასკნელი 13 ბუნდესლიგის ტიტულიდან 12-ს ბაიერნი დაეუფლა?

სამწუხაროდ ეს იმაზე მეტყველებს რომ ბუნდესლიგაში კონკურენციის ნაკლებობაა და სხვა ტოპ ჩემპიობატებს ჩამოვრჩებით, რაც ძალიან სამწუხარო რეალობაა და ეს ყველაფერი ბაიერნზეც აისახა..." - ოლივერ კანი

შეგახსენებთ, რომ ოლივერ კანი კარლსრუესა და მიუნხენის ბაიერნის ლეგენდაა. მას "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში 632 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 247-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.

გერმანიის ეროვნულ ნაკრებში კი მას 86 მატჩი აქვს ჩატარებული - 2000 და 2001 წლებში კი საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელის წოდება მოიპოვა.

სხვა სტატიები