"ყოველთვის ვოცნებობდი ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე" - გიორგი გოჩოლეიშვილი
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შეკრება გრძელდება. 3 ივნისს, ავსტრიაში, "ჯვაროსნებმა" მორიგი ვარჯიში გამართეს. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა ნაკრებმა კვლავ 20 ფეხბურთელით ივარჯიშა - გუნდთან ერთად არ უვარჯიშია გიორგი გველესიანს, რომელიც ნაკრებს გვიან ღამით შეუერთდა.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ, კომენტარი გიორგი გოჩოლეიშვილმა გააკეთა, რომელმაც მოსამზადებელი ეტაპი და მონტენეგროსთან გასამართი მატჩი შეაფასა.
გუნდში ძალიან კარგი გარემო და განწყობაა. ვემზადებით სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის. პირადად ჩემთვის, ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვოცნებობდი ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე.
ვარჯიშებზე სულ ასი პროცენტით ვიხარჯებოდი და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ორმაგი მოტივაციით ვემზადებით მოახლოებული ტურნირისთვის, რომელიც ჩემთვის პირველი იქნება და ძალიან დიდ გამოცდილებას დავაგროვებ.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მონტენეგროსთან ამხანაგური თამაში დაგვეხმარება გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. შემდეგ უკვე მოვემზადებით გერმანიისთვის. - გიორგი გოჩოლეიშვილი.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ფაზაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა 9 ივნისს, პოდგორიცაში გაიმართება.