Belive

"ყოველი თამაში იქნება ბრძოლა" | ივან ჰაშეკი - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარიზში 2024/25 წლების სეზონის ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B დივიზიონში იყო, ჩვენ ნაკრების მეტოქეები ასე გამოიყურება: ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო.

ივან ჰაშეკმა ჩეხეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელმა და ნაკრების ფეხბურთელებმა ტომას სოუჩეკმა და ვაცლავ ჩერნიმ ერთა ლიგის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთეს:

არ მინდა ვარაუდების გაკეთება. ჩვენი ამოცანა ნათელია - წინ უნდა ვიაროთ. ჯგუფები დაბალანსებულია, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისთან ითამაშებს. ყოველი თამაში იქნება ბრძოლა. ალბანეთთან წაგების შემდეგ ჩვენ ყველას გვინდა ვაჩვენოთ, რომ მათზე უკეთესები ვართ. ისინი მაშინ თავიანთ არენაზე თამაშობდნენ. - ივან ჰაშეკი - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
კმაყოფილი ვარ წილისყრით, ისინი ყველა დაბალანსებული გუნდია. ცოტა ხნის წინ უკრაინას და ალბანეთს ვეთამაშეთ, ამიტომ მოტივაცია გვექნება, რომ მათ კვლავ გავუმკლავდეთ და წარმატებულები ვიყოთ. საქართველო იქნება რაღაც ახალი, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის გაკეთება. - ტომას სოუჩეკი - ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელი
ჯგუფი დაბალანსებულია, მაგრამ ჩვენ გვინდა ვიბრძოლოთ დაწინაურებისთვის. უკრაინას აშკარად დიდი მოთამაშეები ჰყავს და ეს იქნება ძლიერი მეტოქე, რომელსაც ასევე სურს წინსვლა. ბოლო დროს ორჯერ ვითამაშეთ ალბანეთთან, ვიცით, რამდენად უსიამოვნო მეტოქეა ის. ორი ძალიან რთული და ხარისხიანი მატჩი გველოდება, საქართველოს რათქმაუნდა ბევრი ხარისხიანი ინდივიდუალური მოთამაშე ეყოლება და მათაც რათქმაუნდა სურთ ჯგუფში საუკეთესო შედეგების მიღწევა. - ვაცლავ ჩერნი - ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელი

სხვა სტატიები