Belive

"მოუთმენლად ველით ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებას" - ვილი სანიოლი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარიზში 2024/25 წლების სეზონის ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B დივიზიონში იყო, ჩვენ ნაკრების მეტოქეები ასე გამოიყურება: ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო.

წილისყრის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.

„რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში თამაშობდა, ახლა კი B ლიგის გუნდია, რაც აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთი სწორ გზაზეა. მოუთმენლად ველით ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებას. რთული ჯგუფი იქნება, თუმცა სწორედ ასეთ მატჩებში ვსწავლობთ. გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს, რათა სწრაფად გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი

მარტის პლეი ოფის წინ მნიშვნელოვანია ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ჩასვლა, მათთან საუბარი და მათი თამაშების ნახვა. მნიშვნელოვანია ახლო კავშირის შენარჩუნება, რადგან ვიცოდეთ, თუ რას გრძნობენ ისინი ახლა. პლეი ოფამდე კიდევ მაქვს დრო, რომ უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი თამაში ვნახო. საბოლოოდ, ლუქსემბურგთან ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ. - ვილი სანიოლი

მატჩების განრიგი კი ასეთი იქნება:

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური: 2024 წლის 5-7 სექტემბერს გაიმართება, მეორე ტური: 8-10 სექტემბერი, მესამე ტური: 10-12 ოქტომბერი, მეოთხე ტური: 13-15 ოქტომბერი, მეხუთე ტური: 14-15 ნოემბერი, მეექვსე ტური: 17-19 ნოემბერი. პლეი ოფების წილისყრა 2025 წლის ნოემბერში საბოლოო მატჩების შემდეგ გაიმართება. პლეი ოფების შეხვედრები: 20-25 მარტი, ასევე 20-25 მარტს გაიმართება 1/4-ფინალები, ოთხთა ფინალი კი 4-8 ივნისს.

სხვა სტატიები