"ყბის მოტეხილობის გამო მარტინესი 6 კვირა ვერ ითამაშებს" - არგენტინული მედია
გუშინ, პრემიერ ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ჩელსიმ ევერტონი სტუმრად 0:2 დაამარცხა. მატჩის 68-ე წუთზე ემილიანო მარტინესი ჯარად ბრენთვეითს მძიმედ შეეჯახა, ამის შემდეგ კი ფეხზე ვერ დგებოდა და მოედანზე დაახლოებით 10 წუთი იწვა და გუნდის სამედიცინო პერსონალმა არგენტინელი მეკარე საკაცით გაიყვანა.
მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელს ყბის ოპერაცია ჩაუტარდა და თავად ემილიანო მარტინესმაც გაგვიზიარა ინფორმაცია თავისი მდგომარეობის შესახებ:
მადლობა ყველას შეტყობინებებისთვის, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მთავარი ისაა, რომ გავიმარჯვეთ და გოლი არ გაგვიშვია. რამდენიმე კვირაში ისევ შევხვდებით. - ემილიანო მარტინესი - ჩელსის მეკარე
არგენტინული ტელეარხ TyC Sports-ის ცნობით, ემილიანო მარტინესს ყბა აქვს გატეხილი, რის გამოც, სავარაუდოდ, მინიმუმ ექვსი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
შესაბამისად, ის ჩელსის უახლოეს მატჩებს გამოტოვებს, ესენია: ტოტენჰემის, ლივერპულისა და მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ. ასევე, ის ვერ შეუერთდება არგენტინის ნაკრებს წლის ბოლო სანაკრებო პაუზის დროს, როდესაც გუნდი ნოემბრის შუა რიცხვებში ურუგვაისა და კოსტა-რიკას დაუპირისპირდება.
TRAS ENCENDER LAS ALARMAS AL SUFRIR UN FUERTE CHOQUE DE CABEZAS ANTE UN RIVAL EN EL TRIUNFO DEL CHELSEA, SE DIERON A CONOCER LOS DETALLES DE LA LESIÓN DE DIBU MARTINEZ: ESTARÁ UN MES Y MEDIO FUERA DE LAS CANCHAS. EL ARQUERO ARGENTINO TIENE UNA LESIÓN EN LA MANDÍBULA Y LO VAN A OPERAR. LOS DEMAS ESTUDIOS LE DIERON BIEN.
— TyC Sports (@TyCSports) October 18, 2026