Belive

whoscored-ის ვერსიით ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესოთა შორის მოხვდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვებ-გვერდმა whoscored-მა, იტალიის 2023 წლის საუკეთესო თერთმეტეულში ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა. ფეხბურთელთა შეფასების მხრივ ყველაზე მეტად "ინტერი" გამოირჩა, მილანელებს 2023 წლის გუნდში 4 ფეხბურთელი ჰყავთ.

გუნდში ასევე შედის "ნაპოლის" ორი მოთამაშე და თითო-თითო "იუვენტუსიდან", "რომადან", "სასუოლოდან", "ტორინოდან" და "მონცადან".

იტალიის ჩემპიონატის 2023 წლის საუკეთესო შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარე: მიკელე დე გრეგორიო (მონცა / 7.01 ქულა)

მცველები: დანილო (იუვენტუსი / 7.09 ქულა), ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი / 7.02 ქულა). ალესანდრო ბონჯორნო (ტორინო / 6.99 ქულა), ფედერიკო დიმარკო (ინტერი / 7.04 ქულა)

ნახევარმცველები: დომენიკო ბერარდი (სასუოლო / 7.32 ქულა), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი / 7.21 ქულა) , პაულო დიბალა (რომა / 7.22 ქულა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი / 7.37 ქულა)

თავდამსხმელები: ლაუტარო მარტინესი (ინტერი / 7.43 ქულა), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი / 7.18 ქულა).

სხვა სტატიები