პიერლუიჯი კოლინა: "არავის აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს მსაჯების ობიექტურობა"
ფიფას მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, პიერლუიჯი კოლინამ, მერვედფინალში ეგვიპტის არგენტინასთან მარცხის შემდეგ ატეხილ სკანდალს უპასუხა. ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ მსაჯები „ორმაგ სტანდარტებში“ დაადანაშაულა, ტურნირიდან მათი მოკვეთა მოითხოვა და მიანიშნა, რომ არბიტრებს ლიონელ მესისა და მოქმედი ჩემპიონების გაყვანა სურდათ.
კოლინამ ეს ბრალდებები კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები მსაჯებისა და მათი ოჯახების მიმართ მუქარას ახალისებს.
„კონსტრუქციული განხილვა ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ უსაფუძვლო ბრალდებების ადგილი ჩვენს სპორტში არ არის. მსოფლიო ჩემპიონატის არბიტრების კეთილსინდისიერებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს. ფიფას მსაჯობაზე გავლენას ვერავინ მოახდენს, მათ შორის ვერც ჯანი ინფანტინო.
რა თქმა უნდა, ზოგიერთ გადაწყვეტილებაში ყოველთვის იქნება სუბიექტურობის ელემენტი, მაგრამ ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, თუ როგორ იქნა გამოყენებული ეს პრინციპი მთელი ტურნირის განმავლობაში." - პიერლუიჯი კოლინა
‼️🇮🇹 Pierluigi Collina, director de árbitros de la FIFA, DEFENDIÓ la participación de los mismos en el Mundial:
— Ataque Futbolero (@AtaqueFutbolero) July 9, 2026
“Nadie puede cuestionar la INTEGRIDAD de los árbitros o afirmar que el arbitraje está INFLUENCIADO por nadie, ni siquiera el presidente de la FIFA, Gianni Infantino”.… pic.twitter.com/8veG9Nu2Qu
იტალიელმა სპეციალისტმა არგენტინისა და ეგვიპტის მატჩის ორივე ''საკამათო" ეპიზოდი დეტალურად განმარტა და მსაჯების გადაწყვეტილებებს მხარი დაუჭირა. პირველ შემთხვევაში, როცა ეგვიპტის გოლი გაუქმდა, VAR-მა სამართლიანად დააფიქსირა, რომ შეტევის ფაზის დასაწყისში, მარვან ატიამ ლისანდრო მარტინესს ფეხზე დააბიჯა. მეორე ეპიზოდში კი, როცა ეგვიპტელები მოჰამედ სალაჰზე პენალტს ითხოვდნენ (რის შემდეგაც არგენტინამ კონტრშეტევაზე გამარჯვების გოლი გაიტანა), კოლინას თქმით, ეს იყო ჩვეულებრივი საფეხბურთო კონტაქტი დამცველის მხრიდან, რომელმაც მანამდე ბურთზე ითამაშა.
ამავდროულად, ფიფა კიდევ ერთი სკანდალში გაეხვა: ორგანიზაციამ გააუქმა ფოლარინ ბალოგუნის ავტომატური დისკვალიფიკაცია ბოსნიასთან მიღებული წითელი ბარათის გამო. ამ გადაწყვეტილებას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს (UEFA) მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, სადაც ფიფას ნაბიჯს „უპრეცედენტო, გაუგებარი და გაუმართლებელი“ უწოდეს.