"ვფიქრობ, რომ იურგენი კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედის" - ტიმ შერვუდი
ტიმ შერვუდის თქმით, "ლივერპულს" ძირეული განახლებები სჭირდება და შესაძლოა მომავალ სეზონში გუნდი იურგენ კლოპმა დატოვოს.
მერსისაიდელები შიდა ჩემპიონატში დამაჯერებლად ნამდვილად ვერ გამოიყურებიან და პრემიერ ლიგაში მე-8 პოზიციას იკავებენ. ისინი ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩებიან. "ლივერპულს" ინგლისის ჩემპიონატის ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ოთხი აქვს მოგებული. "ენფილდის" ბინადრებმა შაბათს, ცხრილის ბოლოში მყოფ "ნოტინგემ ფორესტთან" მოულოდნელად, 1:0 წააგეს.
ტიმ შერვუდი ფიქრობს, რომ მომავალ სეზონში გერმანელი მთავარი მწვრთნელი კლუბს დატოვებს. "ტოტენჰემის" ყოფილი თავკაცი ამბობს, რომ "ლივერპულს" ძირეული განახლებები სჭირდება.
"ლივერპული" ტიტულებისთვის მებრძოლი გუნდია. ისინი წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა პრეტენდენტები არ არიან, ვერც პრემიერ ლიგაში გამოიყურებიან კარგად. ამ სეზონში ფეხბურთელებს მოტივაცია დაკარგული აქვთ და ეს მოედანზე კარგად ჩანს. ვფიქრობ, რომ იურგენი კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედის."
კლოპმა, რომელიც "ენფილდზე" 2015 წელს ჩავიდა, "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ტიტული, ჩემპიონთა ლიგა, ასოციაციის თასი და ლიგის თასი მოაგებინა.
ინგლისელები მომავალ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე, ოთხშაბათს, "აიაქსთან" გასვლაზე გამართვავენ. აღნიშნული მატჩი, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.