"ვფიქრობ, რომ ისინი არგენტინისთვის თასის მიცემას აპირებენ" - ბრუნო ფერნანდეში
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრუნო ფერნანდეში 1/4-ფინალიდან გავარდნის შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მსაჯებით ძალიან უკმაყოფილოა.
"არ ვიცი, ნუთუ ისინი თასის მიცემას არგენტინისთვის აპირებენ. არ მაინტერესებს, ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ. ძალიან უცნაურია, რომ მსაჯი, რომელიც ჩვენს მატჩს სჯიდა, კვლავ აგრძელებს მუშაობას. ისინი აშკარად ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი."
Bruno Fernandes didn't hold back about the officiating during Portugal's quarterfinal loss 😳 pic.twitter.com/mQ0di0lFqt
— ESPN FC (@ESPNFC) December 11, 2022
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს 1/4-ფინალიდან გამოეთიშა. ისინი მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ 1:0 დამარცხდნენ.
მუნდიალი სამშაბათს ნახევარფინალური დაპირისპირებებით განახლდება. პირველი წყვილი არგენტინა-ხორვატია იქნება, რომელიც 23:00 საათზე გაიმართება.