Belive

ჯენარო გატუზო მარსელის მთავარი მწვრთნელი გახდა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, ჯენარო გატუზო "მარსელის" მთავარი მწვრთნელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გუნდი ავრცელებს. ფრანგულ კლუბს 45 წლის თავკაცი 2024 წლის ივნისამდე უხელმძღვანელებს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ გატუზო ბოლოს "ვალენსიას" წვრთნიდა, საიდანაც არასახარბიელო შედეგების გამო გაათავისუფლეს. 

მიმდინარე სეზონი "მარსელისთვის" არც ისე წარმატებით მიმდინარეობს. ფრანგულ კლუბს ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს. 6 ტურის შემდეგ, ფრანგულ კლუბს მხოლოდ 9 ქულა აქვს და ლიგა 1-ში მე-8 ადგილს იკავებს. 

სხვა სტატიები