"ვფიქრობ კეინი ამაყი უნდა იყოს იმით, რაც გუნდისთვის გააკეთა" - უგო ლორისი
საფრანგეთისა და ინგლისის ნახევარფინალური დაპირისპირება ბრიტანელებისთვის ცუდად დამთავრდა. გარეთ საუთგეიტის გუნდი "ლე ბლესთან" დამარცხდა და კატარის მუნდიალს გამოეთიშა. ყველაზე მძიმე მატჩი აღმოჩნდა ჰარი კეინისთვის, რომელმაც პენალტი ააცილა და ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.
Kane's penalty miss😔🤮 Courtesy of our man in Qatar, FBJ.#ENGFRA #FIFAWorldCup #LesBleus #ThreeLions pic.twitter.com/448Y2pO0QP
— D&D Footy Factory ⚽️🏃🏾♂️ (@DDFootyfactory_) December 10, 2022
საფრანგეთის კარს კეინის თანაკლუბელი უგო ლორისი იცავდა. აცილებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, ფრანგმა კარის დარაჯმა პირველი კომენტარი დააკეთა და ჰარი გაამხნევა.
"რთული თამაში გამოდგა ინგლისის ნაკრებისთვის. ვფიქრობ კეინი ამაყი უნდა იყოს იმით, რაც გუნდისთვის გააკეთა. ყველა დიდ ფეხბურთელს, მბაპეს, მესის და რონალდუსაც კი, აქვთ პენალტები აცილებული. დარწმუნებული ვარ, რომ ის კვლავ ამაყად ჩაიცვამს სათამაშო მაისურს და როგორც ინგლისს, ისე "ტოტენჰემს" დაეხმარება გაბრწყინებაში." - განაცხადა ლორისმა RMC Sport-თან საუბრისას.
1/2-ფინალში საფრანგეთის მექოტე მაროკო იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 14 დეკემბერს, 23 საათზე გაიმართება.