Belive

ვოლტემადე ტურინშია - გერმანელი თავდამსხმელი ნიუკასლიდან იჯარით წავიდა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ნიუკასლის თავდამსხმელი, ნიკ ვოლტემადე, სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით, ნიუკასლ იუნაიტედიდან იუვენტუსს შეუერთდება.

Sky-ის კამერებმა, 24 წლის ფეხბურთელი სამშაბათს, ტურინში ჩაფრენისას დააფიქსირეს, სადაც იგი სამედიცინო შემოწმების გავლის მიზნით ჩავიდა.

არსებული ინფორმაციით, იუვენტუსი ვოლტემადეს იჯარის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს გადაიხდის. გარიგება გამოსყიდვის უფლებას არ ითვალისწინებს.

თუ სამედიცინო შემოწმება გეგმის მიხედვით ჩაივლის, ტრანსფერი ოფიციალურად, სამშაბათსვე დადასტურდება.

სხვა სტატიები