Belive

კონტე: „ჩემი ისტორია ტურინში ჯერ არ დასრულებულა“

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანტონიო კონტე „იუვენტუსში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ „ბიანკონერისთან“ მისი ისტორია ჯერ დასრულებული არ არის. იტალიელმა სპეციალისტმა „Cronache di Spogliatoio“-სთან ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და გაიხსენა ის პერიოდებიც, როდესაც ტურინულ კლუბში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს იყო.

კონტემ კონკრეტულად გაიხსენა ორი შემთხვევა, როდესაც მისი „იუვენტუსში“ დაბრუნება რეალური იყო.

„იუვენტუსში რამდენჯერმე შემეძლო დაბრუნება, ეს მოხდა მაშინ, როდესაც კლუბმა მაურიციო სარი აირჩია. იმ პერიოდში თავისუფალი მწვრთნელი ვიყავი, თუმცა საბოლოოდ „ინტერში“ წავედი. მეორედაც მსგავსი სიტუაცია შეიქმნა. კვლავ თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ჯუნტოლიმ ტიაგო მოტას დანიშვნა გადაწყვიტა. შედეგად, მე „ნაპოლიში“ წავედი“ - ანტონიო კონტე

ინტერვიუს დასასრულს კონტე „იუვენტუსის“ გულშემატკივრებთან ურთიერთობასაც შეეხო. მისი თქმით, ბიანკონერის ქომაგები ხშირად ეკითხებიან, როდის დაბრუნდება ტურინში.

„დავბრუნდები მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა გაჩნდება და შესაბამისი გარემოებები ერთმანეთს დაემთხვევა. ვიცი, რომ ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს წრე უნდა დავხუროთ“ - ანტონიო კონტე