Belive

"ვნახოთ რა მოხდება მომავალში" - ერიკ ტენ ჰაგი სანჩოზე

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მეორე 1/2-ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს "დორტმუნდი" და "პსჟ" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძლებმა ერთადერთი გატანილი გოლით მოიგეს, რომლის ავტორი ნიკლას ფიულკრუგი გახდა.

გერმანელთა მხრიდან ერთ-ერთი გამორჩეული იყო ჯეიდონ სანჩო, რომლის შესახებაც მისმა ყოფილმა მწვრთნელმა - ერიკ ტენ ჰაგმა ისაუბრა.

ჯეიდონმა საკმაოდ კარგად ითამაშა. მან მშვენივრად აჩვენა თუ თავის დროზე რატომ იყიდა "მანჩესტერმა". ის "დორტმუნდისთვის" ღირებული მოთამაშეა. ეს ძალიან კარგია. მისი გუშინდელი შესრულებით ძალიან მოხარული ვარ. ვნახოთ რა მოხდება მომავალში. - განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა

შეგახსენებთ, რომ ჯეიდონ სანჩომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ნიდერლანდელ სპეციალისტთან კონფლიქტის გამო დატოვა. ყველაფერი ტენ ჰაგის კომენტარით დაიწყო, როცა განაცხადა, რომ სანჩო სათანადოდ არ იხარჯებოდა. თავის მხრივ, სოციალური ქსელის საშუალებით, ახალგაზრდა ინგლისელმა მწვრთნელს მწვავედ უპასუხა. საბოლოოდ, ჯეიდონს ამ ყველაფრის გამო "წითელი ეშმაკების" დატოვება მოუწია.

სხვა სტატიები